"ასტონ მარტინის" სარბოლო სიახლე Vantage GT4

"ასტონ მარტინის" სარბოლო სიახლე Vantage GT4

რამდენიმე დღის წინ კომპანია Aston Martin-მა სატრეკო სპორტქარი Vantage GT4 წარმოადგინა. სიახლე წინამორბედისგან მასიური წინა სპლიტერით, უკანა სპოილერითა და საჰაერო ჭრილებით გამოირჩევა, რომლებიც ხელს უწყობენ სიჩქარეთა გადაცემის კოლოფის უკეთ გაგრილებას.

განახლებული Vantage-ის საკეცის ზედის ქვეშ მოთავსებულია უკვე კარგად ცნობილი 4,7 ლიტრიანი V8, რომლის სიმძლავრე და ბრუნვის მომენტი შესაბამისად გაზრდილია წინა სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით, თუმცა დეტალური ინფორმაცია სიმძლავრის მონაცემებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ძრავი დაწყვილებულია 6-საფეხურიან სიჩქარეთა გადაცემის მექანიკურ კოლოფთან, რომელიც ბრუნვის მომენტს უკანა საბურავებს გადასცემს. ძველი ვერსიისგან განსხვავებით განახლებული Vantage GT4 გამოირჩევა ასევე ახალი, ზედაპირთან ჩაჭიდებისა და ანტიბლოკირების სისტემებით, რომელიც სპეციალურად ამ მოდელისთვის გერმანულმა კომპანია Bosch-მა დაამზადა.

ჯერჯერობით სიახლის ფასისა და მისი გაყიდვების შესახებ კომპანიაში ინფორმაციას არ ახმაურებენ, მაგრამ ცნობილია რომ მომავალი წლიდან ეს სუპერქარი სხვადასხვა ევროპულ ავტოტრეკებზე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სახელდებიან სახელგანთქმული ჩემპიონატი GT4 Cup და ბრიტანული პრესტიჟული რბოლა Challenge.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)