ავტორი:

ვინ არის გარდაცვლილი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მუხიანში მომხდარ ტრაგედიაზე - ცხედარს, სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება

ვინ არის გარდაცვლილი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მუხიანში მომხდარ ტრაგედიაზე - ცხედარს, სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება

მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

გარდაცვალების ზუსტ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობა აღენიშნება. "დილით, მეზობელმა კორპუსში კვამლის სუნი იგრძნო. გამოუძახებია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მე არ მინახავს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ სხეული დამწვარი აქვს", - აცხადებს ადგილობრივი.

ჩვენი ინფორმაციით, გარდაცვლილია 64 წლის რამაზ ბასილაძე, რომელიც მუხიანში მე-4ბ მიკრორაიონის 42-ე კორპუსში ცხოვრობდა, ანუ სადაც მისი ცხედარი ნახეს.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ლიფტიდან მისი გამოყვანა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მომხდარის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილს დამწვარობა მართლაც აღენიშნება და სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

იხილეთ ასევე: