ავტორი:

"გამოძიება ეძებს იარაღს" - რას აცხადებს პროკურორი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ მუხიანში, სადაც ლიფტში ცხედარი იპოვეს

"გამოძიება ეძებს იარაღს" - რას აცხადებს პროკურორი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ მუხიანში, სადაც  ლიფტში ცხედარი იპოვეს

პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის განცხადებით, მუხიანში მომხდარი შემთხვევის შესახებ, რა დროსაც 64 წლის მამაკაცი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა, გარდაცვლილს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგ დადგინდება გარდაცვალების მიზეზი.

მისივე განმარტებით, გამოძიება ასევე იარაღსაც ეძებს.

"ამჟამად შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. გვამთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩატარდება და დადგინდება გარდაცვალების მიზეზი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჯერჯერობით არ დამთავრებულა. მუშაობს გამოძიება და ყველა კვალი მოიძებნება”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

კითხვაზე, საქმე ეხება თუ არა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, პროკურორი განმარტავს, რომ ამაზე კონკრეტულ პასუხს ჯერ ვერ გასცემს.

როგორც მან განმარტა, ექსპერტიზა ჩატარდება და კითხვებს პასუხს გასცემს.

"დაზიანებების რაოდენობა და გარდაცვალების მიზეზი დადგინდება და ამის შემდეგ იქნება პასუხი. დაიკითხება ყველა მოწმე, სად და როგორ აღმოჩენის [გარდაცვლილი]. ყველა დეტალი გაირკვევა. ყველა საჭირო მტკიცებულებას, იარაღსაც ეძებს გამოძიება და ყველაფერს გააკეთებს რომ იპოვოს”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლაძემ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.

ასევე იხილეთ: