ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურს - რისი თქმა სურს პრეზიდენტს ექსპრემიერისთვის?

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა სურს - რისი თქმა სურს პრეზიდენტს ექსპრემიერისთვის?

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველთან" ინტერვიუში, რომ სურს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა.

"ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია წელიწადნახევარზე მეტია, არც მცდელობა, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მაქვს სურვილი მასთან შეხვედრის, იმდენად საჭიროა, რომ მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში... ბევრი გზავნილებია უცხოეთიდან, რაც უნდა მოისმინოს და გაიგოს, თუ ის არის მთავარი... კითხულობენ, სად არის გადაწყვეტილების და პასუხისმგებლობის ცენტრი. შეხვედრა საჭიროა, კიდევ უფრო იმისთვის, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს პოლიტიკური პროცესი. თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და მე იმედი მაქვს, რომ ვართ ჯერჯერობით, გვჭირდება გამჭვირვალეობა... მას ვეტყოდი, რომ საჭირო სიცხადე სად და როგორ მიიღება გადაწყვეტილება. ძალიან გაუგებარია როდესაც ისმენ ამ შიზოფრენიული რიტორიკას, ხან არის ლანძღვა ჩვენი პარტნიორების, აშშ-ის ელჩის და ხან ლაპარაკობენ, რომ მივდივართ ევროპისკენ და ყველაფერს ვაკეთებთო".

მისი თქმით, პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ უნდა იცოდეს სად არის პასუხისმგებლობის ცენტრი, ვინ არის პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე და რიტორიკაზე, რაც დამაზიანებელია.

"ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღევანდელ დღეს, იმის შემდეგ, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან. გარეთაც ისმება ეს კითხვა და მე მგონი საზოგადოებაშიც არის ეს განცდა თუ კითხვა, სად არის მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები. მე ამაზე პირდაპირი პასუხი და მტკიცებულებები არანაირად არ მაქვს. ეს ახალგაზრდები არიან შემსრულებლები, გამხმოვანებლები, თუ ესენიც იღებენ გადაწყვტილებებს. კითხვა როცა არსებობს, ეს არის თავისთავად ცუდი პოლიტიკური სისტემისთვის, იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იცოდეს საზოგადოებამ, სად არის პასუხისმგებლობის ცენტრი, ვინ იქნება ხვალ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე თუ ამ რიტორიკაზე, რომელიც ამდენად დამაზიანებელია. უფრო რიტორიკაა დამაზიანებელი, ვიდრე ჯერჯერობით რაღაც კონკრეტული ნაბიჯები. ზოგი ნაბიჯის არგადადგმა არის დამაზიანებელი და ძირითადად რიტორიკა. ამას გვეუბნება ყველა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, - არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი? - სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

"დიახ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რადგან აქვს ფული და გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე, მაგრამ ქვეყანაში ოლიგარქიის პრობლემა უფრო მეტია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი".

მისივე თქმით, ყველა მინისტრთან აქვს ნორმალური ურთიერთობა გარდა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა, რომელსაც პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ აქვს, სალომე ზურაბიშვილის სურვილის მიუხედავად.

იხილეთ ასევე: