ავტორი:

"რუსულმა ტყვიამ ვერ შემაშინა და რუსულმა სასამართლომ როგორ უნდა შემაცვლევინოს აზრი" - რას ამბობს "ქართული ლეგიონის" წევრი, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

"რუსულმა ტყვიამ ვერ შემაშინა და რუსულმა სასამართლომ როგორ უნდა შემაცვლევინოს აზრი" - რას ამბობს "ქართული ლეგიონის" წევრი, რომელსაც მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ოთხ წარმომადგენელს. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა „მედიაზონამ“ რუსეთის საქალაქო სასამართლოს კარტოთეკაში აღმოაჩინა. მათ (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით) "დაქირავებულობაში" ადანაშაულებენ. პირები, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს, არიან ლაშა რუხაია, ალიბეგაშვილი, ამირანაშვილი და აფრესოვი. მათ ედავებიან ომში დაქირავებულის სტატუსით ჩართვას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა. როგორც ლეგიონის წარმომადგენლები ამბობენ, მათთვის რუსული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

ცნობისთვის, „ქართული ლეგიონი“ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამხარ 2014 წლიდან დღემდე იბრძვის. ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება და 1300 სამხედროს აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი, ძირითადად, ყოფილი ქართველი სამხედროებისგან შედგება, რომლებსაც შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. ოთხი ლეგიონერიდან ერთ-ერთი, ლაშა რუხაია დღეს საქართველოშია და "კვირის პალიტრას" ქართველი მებრძოლების წინაშე არსებულ საფრთხეებზე ესაუბრება:

- ჩემი სამშობლოს სიყვარულისათვის, უკრაინელი ძმების გვერდით დგომისთვის უნდათ ჩვენი დასჯა, მაგრამ არა მგონია, რამე გამოუვიდეთ. სიმართლე, რომ გითხრათ, რუსული სასამართლოს შიში არ გვაქვს. რუსულმა ტყვიამ ვერ შემაშინა ვერც 2008 წელს, ვერც ახლა და რუსულმა სასამართლომ როგორ უნდა შემაცვლევინოს ჩემი დამოკიდებულება ამ ომის მიმართ?!

- "ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, განაცხადა, რომ მისი მებრძოლები, რომლებიც საქართველოში ოჯახების სანახავად ჩამოდიან, შესაძლოა, რუსების ხელში აღმოჩნდნენ. თქვენ ახლა საქართველოში ხართ. რა საფრთხეს ხედავთ?

- თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას და პოზიციას ამ ომის მიმართ, გამორიცხული არაფერია. ძალიან მარტივად არის შესაძლებელი დამაპატიმრონ და აქვე დამსაჯონ, თუ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ დამავლებენ ხელს და არ გამიტაცებენ...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: