ავტორი:

"ჩანს, რომ ამ პირს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული, გზას აცდენილი კაცია" - კობახიძე პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირზე

"ჩანს, რომ ამ პირს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული, გზას აცდენილი კაცია" - კობახიძე პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქციების დროს პოლიციელებზე თავდასხმისთვის დაკავებული პირი "ბოლშევიკურ ტროიკასთან" არის დაკავშირებული.

მისი თქმით, ყველამ, ვინც აქციების დროს სამართალდამცავ ორგანოებზე იძალადა, პასუხი უნდა აგოს.

"არავის უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომელიც ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ. ასეთი დანაშაულებისთვის შესაბამისმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. რაც შეეხება დაკავებულ პირს, ჩანს, რომ ამ პირს ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული, ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელებზე. ეს გზას აცდენილი კაცი დაკავშირებულია "ბოლშევიკურ ტროიკასთან", ეს არის ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას ერთობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ პირს კონკრეტული სუბიექტური ინტერესი აინტერესებდა" - აღნიშნა კობახიძემ.

  • ცნობისთვის, პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული პირი 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდამ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. უწყების ცნობითვე, გრიგორიადისი წარსულში ნასამართლებია პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

ნახეთ ასევე: