ავტორი:

"შედეგს ვერ მიაღწევთ, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს" - პრეზიდენტი მთავრობას

"შედეგს ვერ მიაღწევთ, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც საეჭვოდ ემთხვევა რუსეთის გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს" - პრეზიდენტი მთავრობას

"ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ევროპული და ეროვნული ინეტრესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რაც რეალობას არ შეესაბამება.

"რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ მეორე ფრონტი კონსპირაციული თეორიები ხალხმა იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა მშვიდობას ემსახურება. ევროკავშირი საქართველოში ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას. ამდენად რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომელიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობენ.

რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ, თითქოს ევროპული და ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა დეოკუპაცია, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეს ყველაფერი წარმოუდგენელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე" - აღნიშნა პრეზიდენტმა, რა დროსაც მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს, რის შემდეგაც ზურაბიშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა - "ზრდილობა, გთხოვთ".