ავტორი:

სასტუმრო "ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო (ნახეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან)

სასტუმრო "ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო (ნახეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან)

სასტუმრო "ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის, თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

"ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი, მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე - ლიკვიდაცია.

იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა.

ნახეთ მეტი ფოტო

იხილეთ ასევე: