გერმანულმა კომპანიამ Brabus, რომელიც ძირითადად კონცერნ Daimler-ის ავტომობილების ტიუნინგით არის დაკავებული, ორკარიანი სუპერქარის Mercedes SLS-ისთვის სპეც-პაკეტი წარმოადგინა. კომპლექტი, რომლის სახელწოდებაა Brabus Widestar-ი ითვალისწინებს ნახშირბადის ძარას, განახლებულ გამოსაბოლქვ სისტემასა და სხვა დამატებით სიახლეებს.
ახალი აეროკიტინგი ითვალისწინებს კარბონის ნაჭრებს ბარიერებზე, ახალ წინა ბამპერს, უკანა დიფუზორსა და უკანა ბამპერს გვერდითა ჰაერშემწოვებით. სიახლეზე მონტაჟდება შავი დისკები - Monoblock F Platinum Edition - წინა 20 დუიმიანი და უკანა 21 დუიმიანი ბორბლებით. საშტატო საკიდარი შეცვლილია Bilstein-ის მარკის ზამბარებითა და ამორტიზატორებით.
ახალი გამოსაბოლქვი სისტემა ამ სუპექარს საშუალებას აძლევს, არსებული სიმძლავრე (420 ცხენის ძალა) 10 ცხენის ძალით გაზარდოს. რაც შეეხება ინტერიერს, აქ უამრავი კარბონის დეტალი და დეკორატიული ელემენტია დამატებული. ახალი ალუმინის სატერფულები, განახლებული სპიდომეტრი და საჭე, რომელიც ტყავითა და ალკანტარითაა გაწყობილი Brabus-ის დატიუნინგებულ "ფრთოსან" სუპერქარს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
კოკა კვირკველია
რადიო "პალიტრა"