ავტორი:

"მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება სანკტ-პეტერბურგში... " - რა კომენტარი გააკეთა ზელენსკიმ ტატარსკის მკვლელობაზე

"მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება სანკტ-პეტერბურგში... " - რა კომენტარი გააკეთა ზელენსკიმ ტატარსკის მკვლელობაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმაზე, თუ რა ხდება სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში, რუსეთმა უნდა იფიქროს.

"მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდება სანკტ-პეტერბურგში ან მოსკოვში. ამაზე რუსეთმა უნდა იფიქროს. მე ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარ აფეთქებაზე კომენტირებისას, რომელსაც რუსი სამხედრო ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ მის უკან უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.

ასევე იხილეთ: