ავტორი:

ვრცელდება სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქების ახალი კადრები, რომელშიც უშუალოდ ჩანს სამხედრო ბლოგერის აფეთქების მომენტი: ტატარსკის მკვლელობის ახალი დეტალები

ვრცელდება სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქების ახალი კადრები, რომელშიც უშუალოდ ჩანს სამხედრო ბლოგერის აფეთქების მომენტი: ტატარსკის მკვლელობის ახალი დეტალები

სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალი კადრები სანკტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქების, რომელსაც რუსი სამხედრო ბლოგერი, ომის პროპაგანდისტი 40 წლის ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა.

  • კადრებში ნათლად ჩანს აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე არსებული ვითარება და თავად აფეთქების მომენტიც.

კადრებში ასევე ჩანს ბრალდებული დარია ტრეპოვა, რომელიც აუდიტორიას ნასტიას სახელით გაეცნო.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="uk" dir="ltr">З&#39;явилося відео останніх секунд перед ліквідацією Татарського – росЗМІ <a href="https://t.co/afN4OMjaYC">pic.twitter.com/afN4OMjaYC</a></p>&mdash; Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) <a href="https://twitter.com/ukrpravda_news/status/1642971548515463169?ref_src=twsrc%5Etfw">April 3, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

როგორც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ვხედავთ, ვლადლენ ტატარსკი ხსნის ახალგაზრდა ქალის მიერ გადაცემულ ყუთს, რომელშიც მისი ფიგურა-ქანდაკება იდო. ტრეპოვა მაგიდისკენ მიემართება, მას ტატარსკი ეძახის და მოუწოდებს, რომ აუდიტორიის წინ, მის მახლობლად დაჯდეს. ცოტა ხნის შემდეგ ისმის აფეთქების ხმა. ტრეპოვა კიდევ ერთხელ, უკვე აფეთქების შემდეგ, კაფეს გარეთ ჩნდება.

გუშინ მედიასაშუალებებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაფე "Street Food Bar No 1", სადაც აფეთქება მოხდა, სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის საკუთრება იყო. მოგვიანებით, პრიგოჟინმა პეტერბურგის კაფესთან კავშირი მართლაც დაადასტურა.

”ნამდვილად, კაფე გადავეცი პატრიოტულ მოძრაობას Cyber ​​Front Z, რათა მათ ჩაეტარებინათ იქ სემინარები სხვადასხვა საკითხზე,” - განაცხადა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, ინციდენტი რუსი ულტრანაციონალისტის, პუბლიცისტისა და ომის მხარდამჭერი ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის, ჟურნალისტ დარია დუგინას მკვლელობას წააგავს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხავავებით, პრიგოჟინს მომხდარში უკრაინელები არ დაუდანაშაულებია.

ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

მისი თქმით, აფეთქების უკან შესაძლოა, იდგეს გარკვეული რადიკალური დაჯგუფებები: ”ვფიქრობ, არის რადიკალების ჯგუფი, რომელიც თითქმის არ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან,” - აღნიშნა მან.

აფეთქება სანკტ-პეტერბურგის კაფეში 2 აპრილს მოხდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 32-ს მიაღწია, მათგან 10 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. მაშინ, როდესაც კაფეში ომის მხარდამჭერი ჯგუფის, Cyber Front Z-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობდა, დარბაზში შევიდა 26 წლის ქალი, დარია ტრეპოვა. გამოძიების ინფორმაციით, ტრეპოვამ კაფეში მიიტანა ყუთი ტატარსკის სტატუეტით, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ღონისძიების მიმდინარეობისას, ის ტატარსკისთან მივიდა, უთხრა, რომ მისი მხარდამჭერი იყო და პირადად გადასცა საჩუქარი. ვიდეოში ჩანს, რომ ტატარსკის საკუთარი ბიუსტის დანახვაზე გაეცინა და ის გვერდით მაგიდაზე დადო, სადაც რამდენიმე წუთში აფეთქება მოხდა.

ასევე იხილეთ: