ავტორი:

დონალდ ტრამპმა სასამართლოს შენობა დატოვა

დონალდ ტრამპმა სასამართლოს შენობა დატოვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი დაკითხვის შემდეგ დატოვა. სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია.

როგორც CNN-ი წერს ყოფილმა პრეზიდენტმა თავი უდანაშაულოდ ცნო 34 ბრალდებაში. ცნობისთვის, მანამდე მედია წერდა ტრამპის დაკავების შესახებ, თუმცა როგორც ცნობილია, მის დაკავებას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

ცნობისთვის, მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები ტრამპის მიერ პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ.

მისივე განცხადებით, დენიელმა ტრამპისგან თანხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაჩუმების სანაცვლოდ მიიღო საკითხზე, რომელიც ტრამპის სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხებოდა და შესაძლოა, მისი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის იმიჯზე უარყოფითად ასახულიყო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ტრამპმა დენიელს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ნიუ-იორკის შტატში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ნახეთ ასევე: