ავტორი:

ცნობილი რეპერის, Coolio-ს გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირება დასახელდა

ცნობილი რეპერის, Coolio-ს გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირება დასახელდა

ექსპერტიზის მიხედვით, ცნობილი ამერიკელი რეპერის, coolio-ს გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკებით ზედოზირებაა. ამის შესახებ მისმა მენეჯერმა, ჯარეზ პოსიმ განაცხადა. რეპერი 2022 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

ჯარეზ პოსის თქმით, მუსიკოსის ოჯახს დასკვნა ლოს ანჯელესის სასამართლომ აცნობა.

რეპერი ექვსი თვის წინ ლოს ანჯელესში მეგობრის სახლში, აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. ქულიო 59 წლის იყო.

რეპერმა 1995 წელს, მუსიკალური სამყაროს მთავარი ჯილდო Grammy მოიგო ცნობილი სიმღერისთვის, Gangsta's Paradise. ეს სიმღერა ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეპმუსიკად იქცა.