ავტორი:

შინ "მილანთან" დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე,"ლეჩეს" პირველი ტაიმის შემდეგ უგებს

შინ "მილანთან" დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, კვარაცხელიას "ნაპოლი" გასვლაზე,"ლეჩეს" პირველი ტაიმის შემდეგ უგებს

სერია A-ს 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად "ლეჩესთან" თამაშობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 0:1 იგებს.

ლუჩანო სპალეტიმ ნეაპოლური გუნდი ამ შემადგებლობით გაიყვანა მინდორზე:

მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, ლოსანო, კვარაცხელია, რასპადორი.

ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო კვლავ ტოვებს შეხვედრას.

"ვიცი, რომ სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია. ამის შესახებ გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმე ჯერ არ დაგვისრულებია. მღელვარება და მოლოდინები გუნდის ირგვლივ? ეს საერთოდ არ გვეხმარება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სეზონი წარმატებულად დავასრულოთ. გულშემატკივრების გარეშე წარმატებაზე ფიქრიც არ ღირს, თუმცა ქომაგების კატეგორია, რომლებიც ტრიბუნებზე პრობლემებს ქმნიან, სახლში უნდა დარჩნენ.რამდენიმე ფეხბურთელი ვარჯიშზე განსაკუთრებით მომეწონა. ვაღიარებ, ასეთი ტექნიკური გუნდი არასდროს გამიწვრთვნია. რაც შეეხება ოსიმენს, "ლეჩეს" წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხულია. არსებობს შანსი, რომ "მილანთან" დაგვეხმაროს. შემადგენლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებებს ხვალ მივიღებ", - განაცხადა სპალეტიმ მატჩამდე.

"ლეჩესთან" 3 ქულის მოპოვება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. წარმატების მისაღწევად საჭიროა, ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იშრომონ და რაც შეიძლება ბევრი ირბინონ. გუნდური სულისკვეთების ხარჯზე გამარჯვების მოპოვება უფრო გაგვიადვილდება". (წყარო: "სპორტალი")

შინ "მილანთან" 0:4 დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" გამარჯვება სჭირდება. ნეაპოლელებმა ამისკენ პირველი ნაბიჯი მე-17 წუთზე გადადგეს, როდესაც მეტოქეს საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, გუნდის კაპიტანმა დი ლორენცომ თავური დარტყმით გაუტანა გოლი. კარგა ხანს ამოწმებდნენ მსაჯები გოლს, ბოლოს და ბოლოს ის ჩათავალეს. ჩვენებურმა განსაკუთრებულად ვერ გამოიჩინა თავი, თუმცა თავის ფლანგზე საკამოდ აქტიურია და რამდენიმე კარგი გადაცემაც გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონზე "ნაპოლის" ერთი წაგება და ერთიც ფრე აქვს. ფრედ მატჩი სწორედ "ლეჩესთან" საკუთარ სტადიონზე ითამაშა.

წინ ნეაპოლელებს ჩემპიონთა ლიგაზე ორრაუნდიანი დუელი "მილანთან" ელით, მატჩები 12 და 18 აპრილს გაიმართება.

იხილეთ ასევე: