ავტორი:

"მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი... ასე თავჩაღუნული ვერ წავალ" - ლევან მურუსიძე

"მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი... ასე თავჩაღუნული ვერ წავალ" - ლევან მურუსიძე

აშშ-ის საელჩომ განმარტა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში და აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს. ყველამ ვიცით, რომ სანქცირებული მოსამართლეები უვადოდ არიან დანიშნული და მათ თანამდებობაზე ყოფნა 65 წლის ასაკამდე შეუძლიათ. მაგალითად, ლევან მურუსიძეს შეუძლია ამ თანამდებობაზე კიდევ 17 წელი იყოს. ის 2018 წლის დეკემბრიდან გამწესებულია უვადოდ... დასანქცირებულმა მოსამართლეებმა და ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვეს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ისიც თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს "ნული მტკიცებულება აქვს". ლევან მურუსიძე ამბობს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიტაცება ხდება და რომ სასამართლო არ უნდა ექვემდებარებოდეს სხვის გავლენას. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" ინტერვიუდან:

- განაცხადეთ, რომ წლებია ზეწოლაა სასამართლოზე, მტკიცებულებები გაქვთ?

- იყო საკითხები, რომელშიც ერეოდა ქალბატონი ელჩი, თუ საელჩოს არაერთი წარმომადგენელი. მათ ჰქონდათ გარკვეული შეხედულებები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო სასამართლო, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო... იმას ხომ არ იტყოდნენ, სანქციას ვუწესებთ ადამიანებს იმის გამო, რომ არ ასრულებდნენ ჩვენს მითითებებსო და ამიტომ მოიფიქრეს თითიდან გამოწოვილი კორუფციის თემა. მათ უნდათ სასამართლო სისტემის კონტროლი, უნდათ, რომ მოსამართლეებმა მიიღონ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებები. ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა და მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მას მიაჩნია სწორად და არა ამერიკის საელჩოს, არასამთავრობოებს...

- კონკრეტულად შეგიძლიათ თქვათ, რა საკითხში ჩაერივნენ?

- მათ სურთ სისტემის მართვა და ეს არის სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, მიტაცების პროცესი. ბრძოლა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, შემდეგ პოლიტიკური პარტიები ჩართეს. იწერებოდა ანგარიშები, ხდებოდა ფარული გადაღებები და ეს ყველაფერი ფინანსდებოდა ამერიკის საელჩოს მიერ. ფეიკნიუსებითა და სასამართლოს დისკრედიტაციით ვერ მოხერხდა სისტემის შერყევა, ჩვენ არ დავემორჩილეთ და ახლა უსაფუძვლოდ დაგვადანაშაულეს კორუფციაში. ეს ბრალდება მძიმეა ჩემთვის და მძიმეა ქვეყნისთვისაც, რადგან არ შეიძლება სტრატეგიულმა პარტნიორმა მოქმედ მოსამართლეებს დაუწესოს სანქციები, თან თქვას, კორუმპირებულები არიანო და მტკიცებულება არ გააჩნდეს. სანქციებთან დაკავშირებით, თავიდან სხვა რამე ითქვა, დღეს გამოჩნდა, რომ თურმე მხოლოდ ვიზების გაცემის შეზღუდვაზეა საუბარი... არ მოეცათ ამერიკაში წასასვლელი ვიზა, რა პრობლემა იყო?!

...

- წლებია ისმის, მურუსიძე ჯერ წინა ხელისუფლების დროს ასრულებდა დაკვეთებს, ახლა ამ ხელისუფლების მარჯვენა ხელიაო. არ გიფიქრიათ გადადგომაზე?

- ბევრჯერ მიფიქრია. ამდენი შეურაცხყოფა მომაყენეს, ყველაფერს მე მაბრალებენ. თურმე ინვესტიცია ვერ შემოდის საქართველოში და ესეც ჩემი ბრალია. ეს ხომ აბსურდია! რომ წავსულიყავი, ალბათ, ერთი-ორი კვირა გაგრძელდებოდა ჩემი ლანძღვა და დამივიწყებდნენ.

- მაშინ რატომ არ მიდიხართ?

- ახლა ყველა გზა მომიჭრეს. მეუბნებიან, კორუმპირებული ხარ და წადიო. რომ ეთქვათ, ვაფასებთ იმ ღვაწლს, რაც გასწიეთ სასამართლო სისტემისთვისო, სხვა საკითხია. მე მოსამართლეებს დამოუკიდებლობა მოვუტანე და უნდა დაეფასებინათ ჩემი ღვაწლი. ადამიანური მიდგომა რომ ყოფილიყო, მეც მაწყობდა გავრიდებოდი ამ სიტუაციას. ამის ნაცვლად იყო მუდმივი ლანძღვა, დაშანტაჟება, ტერორი, ახლა სანქცირება და დადანაშაულება კორუფციაში. ფიქრობენ, ახლა ხომ მაინც განადგურდებაო, მაგრამ ასე თავჩაღუნული ვერ წავალ, ხომ მაქვს თავმოყვარეობა, ამ ქალაქში დავდივარ, უამრავი ხალხი მიცნობს და თავჩაღუნულმა ვიარო? ეს სახელი როგორ უნდა ვატარო, როცა მიმაჩნია, რომ ბევრი საამაყო რამ მაქვს გაკეთებული. წაიკითხეთ სრულად

იხილეთ ასევე: