ავტორი:

"არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს... ვინც ეს მოიგონა, არაკეთილსინდისიერი ადამიანია" - რას წერს ელენე ხოშტარია?

"არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს... ვინც ეს მოიგონა, არაკეთილსინდისიერი ადამიანია" - რას წერს ელენე ხოშტარია?

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია დავით კეზერაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განმარტავს, რომ მას ექსმინისტრთან არანაირი პოლიტიკური გარიგება არ აქვს.

"ბბს- ს გამოძიება სერიოზული ამბავია, ბრალდებაც მძიმე და ძალიან კარგია, რომ საკითხი, არა საქართველოს, არამედ ბრიტანეთის სასამართლოში გაირკვევა. კარგია, რომ იჩივლებს და ითანამშრომლებს გამოძიებასთან - წარმოუდგენელი უღირსობაა მთელი რიგი ადამიანებისგან პირადი ინტერესებისთვის ამ კამპანიაში მონაწილეობა.

- არანაირი პარტიული დაფინანსება მე კეზერაშვილისგან არ მაქვს, არანაირი პოლიტიკური გარიგება მე კეზერაშვილთან არ მაქვს და არავისთან არ მექნება. ვინც ეს მოიგონა, უბრალოდ არაკეთილსინდისიერი ადამიანია. დრო ყველაფერს აჩვენებს.

- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფინანსური ინტერესის გარეშე შეიძლება გქონდეს პოზიცია" - წერს ხოშტარია.

ნახეთ ასევე: