ავტორი:

განადგურებული ვენახები, დაზიანებული ხეხილი, დატბორილი კარ-მიდამო - ძლიერი სეტყვა კახეთში: "გადაგვიარა... ეგაა რა, შრომობ, ოცნებობ და ვიღაც მაღლა მაგრად იცინის"

განადგურებული ვენახები, დაზიანებული ხეხილი, დატბორილი კარ-მიდამო - ძლიერი სეტყვა კახეთში: "გადაგვიარა... ეგაა რა, შრომობ, ოცნებობ და ვიღაც მაღლა მაგრად იცინის"

საქართველოში უამინდობა გრძელდება. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთი განსაკუთრებით დააზარალა. 12 აპრილის საღამოს და 13 აპრილის დილით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ ახმეტის, საგარეჯოს, სიღნაღის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვნად დააზარალა. ახმეტაში დაისეტყვა სოფლები: ქისტაური, ახშანი, ზემო ხოდაშენი და ჩაბინაანი. ადგილობრივთა თქმით, სეტყვამ დაახლოებით 300 ჰექტარამდე ვენახის 80%-ით გაანადგურა, დაზიანდა ხეხილი, ბოსტნეული და მარცვლოვანი ნათესები.

დღეს დილით, გურჯაანის რაიონში დაისეტყვა სოფლები: ახაშენი, ველისციხე, მუკუზანი, და ჩუმლაყის ნაწილი. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, დაიხოცა შინაური ფრინველი.

"დღეს დილით, დაახლოებით 11 საათი იქნებოდა, უცებ ჩამოღამდა, საშინელი ქარი ამოვარდა და დაიწყო სეტყვა, ხეს ფოთოლი არ შეარჩინა, განადგურებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახი", - გვეუბნება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის მკვიდრი.

სოფელი კაკაბეთი, ფოტოების ავტორი: მანუჩარ ჩაჩანიძე

დაზარალდა საგარეჯოს რაიონის სოფელი მანავიც.

როგორც ადგილობრივები წერენ, გურჯაანში ძლიერი სეტყვა თითქმის 7 წუთს გაგრძელდა.

"მოვიდა სეტყვა.. და გადაგვიარა... ეგაა რა, შრომობ.. ოცნებობ და ვიღაც მაღლა მაგრად იცინის", - წერს ჟურნალისტი ნინო განგუროვა.

წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი იყო ლაგოდეხშიც.

იხილეთ ასევე: