დიპლომატიურ სამსახურში მივლინებული პირების მეუღლეებს გარკვეულ სოციალურ გარანტიებს უხსნიან.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
დღეს მოქმედი ნორმით, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილი პირის მეუღლეს საქართველოში დაბრუნებამდე უნარჩუნდება თანამდებობა იმ სახელმწიფო სამსახურში, რომელშიც იგი მუშაობდა მეუღლის მივლინებამდე.
კანონპროექტით კი, რომლის ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან, ეს ჩანაწერი უქმდება.
შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დიპლომატიურ სამსახურში მივლინებული პირების მეუღლეები, აღნიშნული გარანტიებით ვეღარ ისარგებლებენ.
კანონპროქტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.