ილუზიონისტმა ზურაბ ვადაჭკორიამ იმ სიახლის შესახებ გვიამბო, რომელიც მომავალ წელს თბილისში უნდა მოხდეს:
- 2011 წლის ოქტომბერში თბილისში ილუზიონისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი უნდა ჩატარდეს. მსგავსი კონკურსი ამიერკავკასიაში ჯერ არ გამართულა, ამიტომ ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ღონისძიება პირველად საქართველოში ტარდება.
- ბატონო ზურაბ, სიურპრიზი ხომ არა გაქვთ მაყურებლისათვის?
- მე კონკურსში არ ვმონაწილეობ, რადგან ჟიურის წევრი ვიქნები.
- თუ ჩამოვლენ თბილისში ცნობილი ილუზიონისტები?
- რასაკვირველია, ჩამოვლენ, მაგრამ ისინი ჟიურის წევრები იქნებიან. კონკურსში კი შედარებით ახალბედები მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულები გრანტებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან. იმედი მაქვს, საინტერესო სანახაობას შევთავაზებთ ამ ჟანრის მოყვარულებს.
კონკურს-ფესტივალში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მართალია, მხარში ამოგვიდგა მერიის კულტურის სამსახური, მაგრამ სახელმწიფო არ გვაფინანსებს - კონკურსის დამფინანსებლები მისივე მონაწილეები და დონორები იქნებიან.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)