ავტორი:

ნეაპოლში დღესასწაულისთვის ყველაფერი მზად არის, თუმცა "ნაპოლი" მეტოქეს ჯერჯერობით ვერ ამარცხებს - შეძლებენ თუ არა "კვარა" და მისი გუნდი სკუდეტოს ამ ტურშივე განაღდებას?

ნეაპოლში დღესასწაულისთვის ყველაფერი მზად არის, თუმცა "ნაპოლი" მეტოქეს ჯერჯერობით ვერ ამარცხებს - შეძლებენ თუ არა "კვარა" და მისი გუნდი სკუდეტოს ამ ტურშივე განაღდებას?

მას შემდეგ, რაც იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატ სერია A - ში "ნაპოლის" უახლოესი მდევარი, "ლაციო" ინტერთან" სტუმრად 3:1 დამარცხდა, ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სკუდეტოს დღესვე, სარეკორდო დროით - 6 ტურით ადრე მოპოვების შესაძლებლობა მიეცა. ნეაპოლელები შინ "სალერნიტანას" მასპინძლობენ.

გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლი" მოედანზე შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა:

მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინ ჯე, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, ლოსანო, კვარაცხელია, ოსიმენი.

ნეაპოლელებმა, ტრადიციულად, შეტევით დაიწყეს მატჩი. პირველივე წუთებზე მარჯვენა ფლანგიდან სწრაფი იერიშის შემდეგ ოსიმენს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მისი თავური დარტყმა არასწორი გამოდგა. მთელი ტაიმის განმავლობაში "ნაპოლი" უტევდა, აქტიური იყო ჩვენებურიც - მატჩის მიწურულს ხვიჩამ ჩვეული და შეუდარებელი დრიბლინგით რამდენჯერმე შეაღწია მეტოქის საჯარიმოში, თუმცა მისი აქტიურობის გოლით დაგვირგვინება ვერ მოხერხდა. პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

იხილეთ ასევე: