ავტორი:

"ერთი წამით არ იფიქრო, რომ თავი დავზოგეთ... გვაპატიე, რომ ვერ შევძელით, აქაც ძალიან ცოტანი ვართ" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი წიკლაური ნუცაზე?

"ერთი წამით არ იფიქრო, რომ თავი დავზოგეთ... გვაპატიე, რომ ვერ შევძელით, აქაც ძალიან ცოტანი ვართ" - რას წერს  ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი წიკლაური ნუცაზე?

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი წიკლაური, ნუცა ბუზალაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მომღერალი კოლეგას მიმართავს და მას მადლობას უხდის.

"მადლობა იმ ემოციებისთვის და იმ ერთიანობისთვის, რაც შენ მოგვიტანე. ერთი წამით არ იფიქრო, რომ თავი დავზოგეთ, რომ დაგაკელით ხმები და არ ვიბრძოლეთ შენი გამარჯვებისთვის. გვაპატიე, რომ ვერ შევძელით, აქაც ძალიან ცოტანი ვართ… მადლობა ყველაფრისთვის შენ! ამაყი გვატარე მთელი ემიგრაცია ეს კვირები და ისეთი ისტორია დაწერე, არ ვიცი ამას ვინმე როდესმე გაიმეორებს თუ არა. გილოცავ გამარჯვებას! და ვულოცავ მთელს საქართველოს! უბრალოდ, ხშირად ჩართე შენი გამოსვლები და იამაყე საკუთარი თავით, ნუცამ ეს შოუ მოიგო!" - წერს ნინი წიკლაური.

ცნობისთვის, ამერიკული მეგაშოუს American idol-ის ქართველი კონკურსანტი, ნუცა ბუზალაძე ტოპ 10 კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა, რადგან ხმები არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსვლები შოუში ყოველ ჯერზე სულ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო, ნუცას კონკურსის დატოვება მაინც მოუწია.

ასევე იხილეთ: