ავტორი:

"მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ - ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

"მაცვია კაბა, რომელიც ჩვენი ქართველი გენიოსის, დემნას შექმნილია“ - ნუცას შთამბეჭდავი ლუქი American Idol-ის სცენაზე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის ბოლო ლაივზე "ბალენსიაგას" წითელ კაბაში გამოჩნდა. ჯერ კიდევ შოუს დაწყებამდე სოციალურ ქსელში ამ თემაზე პოსტიც გამოაქვეყნა:

"როგორ მოგწონთ ჩემი "ბალენსიაგას" ლუქი? ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაცვია კაბა, რომელიც არის ჩვენი ქართველი გენიოსის დემნას მიერ შექმნილი“.

შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ჩასვლის შემდეგ, შოუში მომღერლის ჩაცმაზე სააგენტო "TATA PR AGENCY" ზრუნავდა. თათა ქართველიშვილს მოდის ინდუსტრიაში დიდი ხანია იცნობენ, ის ქართული მოდის ამბასადორია ლოს-ანჯელესში და აქტიურად თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ დიზაინერებთან. მისი პიარსააგენტოს საშუალებით, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების სამოსს იცვამენ და მათ მიერ შექმნილ სამკაულებს ირგებენ...

სხვადასხვა ტურებში ნუცა რამდენიმე დიზაინერის სამოსით წარსდგა, მათ შორის იყვნენ: ანუკი არეშიძე და თაკო მექვაბიძე.

დღეს გამართულ ლაივზე ამერიკული მეგაშოუს American idol-ის ქართველი კონკურსანტი, ნუცა ბუზალაძე ტოპ 10 კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა, რადგან ხმები არ ეყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოსვლები შოუში ყოველ ჯერზე სულ უფრო შთამბეჭდავი და სანახაობრივი იყო, ნუცას კონკურსის დატოვება მაინც მოუწია.

მომღერლის თქმით, ის თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, რადგან შეძლო მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიეღწია. როგორც ნუცა ამბობს, მთავარი სურვილი, რაც ბავშვობიდან ჰქონდა, აისრულა.

წაიკითხეთ ასევე: