გაზეთი "კომუნისტი": გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია

გაზეთი "კომუნისტი": გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია

1982 წლის 27 თებერვლის გაზეთ "კომუნისტის" ამ დასკანერებულმა ფოტომ სოციალური ქსელი "ფეისბუქი" რამდენიმე წუთში მოიარა. სურათის ზედა მარჯვენა

კუთხეში თქვენც კარგად შენიშნავთ ფრაზას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკრანებიდან და ბილბორდებიდან თვალსა და ყურს გვჭრიდა, როგორც "ნაციონალების" საარჩევნო სლოგანი - ყოველთვის მეგონა, რომ ფრაზა - "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია", მოდის შესახებ იყო ნათქვამი, მაგრამ თუ ის პოლიტიკურ, პარტიულ ლოზუნგებსა და სლოგანებსაც შეეხებოდა, ცოტა ვინმე თუ იფიქრებდა.

რა არის ეს? უბრალოდ, მარტივი პლაგიატი, თუ პრობლემა უფრო ღრმაა და 30 წლის მერეც ქვეყანას იგივე ძალა მართავს, ოღონდ სხვა გვარ-სახელებით? და ძველი სლოგანი კი არ გაათანამედროვეს, ისევ ძველებურად აზროვნებენ და 1982 წლის "კომუნისტი" არც არავის გახსენებია?

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველმა პარტიამ ეს საარჩევნო სლოგანი უცხოელი კონსულტანტების დახმარებით შეარჩია.

საინტერესოა, რა იციან იმ უცხოელებმა, რამდენია გასაკეთებელი საქართველოში, ან კი ვიცით ჩვენ, რას და როგორ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?

ნინო მამუკაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"