თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გაუქმდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გაუქმდა

ნისლით გამოწვეული დაბალი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გაუქმდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, თეა ტაბიძემ განუცხადა, ნისლის გამო გაუქმებულია თბილისის მიმართულებით ყველა რეისი. მათ შორის პრაღის, მიუნხენის, კიევის, ვარშავის და სტამბულის ორი რეისიც.

ნისლის გამო დღის განმავლობაში აღნიშნული ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით თვითმფრინავები არ ჩამოფრინდება და შესაბამისად, რეისები ამ ქალაქების მიმართულებითაც არ შესრულდება.

სავარაუდოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ ბაქოდან გამოფრენილ თვითმფრინავს მიიღებს. როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ბაქოდან თვითმფრინავი უკვე გამოფრინდა და თბილისში თუ ხილვადობა საკმარისი იქნება, თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვება. 

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"