ავტორი:

მორიგი ტრაგედია სერბეთში - კიდევ ერთ მასიურ სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა

მორიგი ტრაგედია სერბეთში - კიდევ ერთ მასიურ სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა

სერბეთში ბოლო დღეების განმავლობაში მეორე მასობრივი სროლა მოხდა. შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა და 13 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ავტომატური იარაღი ჰქონდა და მოძრავი მანქანიდან ისროდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსროლელთან ერთად კიდევ 2 ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში. ეჭვმიტანილი 21 წლის მამაკაცია.

სროლა ბელგრადიდან 60 კილომეტრში მდებარე დუბონას სოფელთან ხუთშაბათს ღამით, 11 საათზე მოხდა. სროლის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, შემდეგ კი კიდევ ორ სოფელში დაიწყო სროლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამნაშავე კვლავ მიმალვაშია.

ნახეთ ასევე:

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა