ავტორი:

"რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "ვაგნერის“ მეთაურის მოადგილის თანამდებობა დაიკავა" - მედია

"რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "ვაგნერის“ მეთაურის მოადგილის თანამდებობა დაიკავა" - მედია

გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის“ მეთაურის მოადგილის პოსტი დაიკავა, - ინფორმაციას მედია საშუალებები რუს სამხედრო ბლოგერებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ალექსანდრ სიმონოვმა "ტელეგრამში“ გამოაქვეყნა ორი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მიზინცევს "ვაგნერის“ ფორმა აცვია და, როგორც ჩანს, ქალაქ ბახმუტში იმყოფება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ მიზინცევი, რომელიც ლოგისტიკის საკითხებში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიხაილ მიზინცევს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2022 წლის სექტემბრიდან ეკავა.

ასევე იხილეთ: