ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წერილობითი თხოვნით მიმართავს. ის სთხოვს პუტინს დაავალოს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ეროვნული გვარდიის დირექტორ ვიქტორ ზოლოტოვს, რომ ბახმუტში "ვაგნერელების" ჩანაცვლება კადიორვის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროებით უზრუნველყონ.
წერილობითი მიმართვის ტექსტს და ფოტოსურათს კადიროვი ტელეგრამის საკუთარ არხზე აქვეყნებს.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მითითებები მისცეთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს შოიგუ ს.კ. და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორი ზოლოტოვ ვ.ვ. გასცეს საბრძოლო ბრძანებები "ახმატის" დანაყოფების სხვა მიმართულებიდან გაყვანისა და ვაგნერის PMC-ის პოზიციების გადაცემის შესახებ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სოფელ არტემოვსკში (ბახმუტში) და მის შემოგარენში“, - ნათქვამია წერილში.
კადიროვის ინიციატვას პრიგოჟინმა მადლობით უპასუხა. პრიგოჟინის თქმით, მოხარულია, რომ "საჭირო რესურსების მიღების შესაძლებლობების ქონის პირობებში“ იგი ბახმუტში "ვაგნერის” პოზიციების დაკავებას დათანხმდა.
ამის შესახებ განცხადებას პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.
"უკვე ვუკავშირდები მის წარმომადგენლებს, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ პოზიციების გადაცემა იმისთვის, რომ 10 მაისს, 00:00-ზე, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჩვენი გათვლებით ამოვწურავთ ჩვენ საბრძოლო პოტენციალს, ჩვენ ადგილებზე ჩვენი თანამებრძოლები დადგნენ და დასახლებულ პუნქტ ბახმუტის შტურმი გააგრძელონ“, - წერია განცხადებაში.
ასევე იხილეთ: