ავტორი:

"გვეფიცებიან, რომ იმდენ საბრძოლო მასალას მოგვცემენ, რამდენიც დაგვჭირდება" - ევგენი პრიგოჟინი

"გვეფიცებიან, რომ იმდენ საბრძოლო მასალას მოგვცემენ, რამდენიც დაგვჭირდება" - ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მან სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო დაპირება საჭირო საბრძოლო მასალის გადაცემის თაობაზე. მისი თქმით, მას უთხრეს, რომ "ვაგნერელები" მიიღებენ იმდენ საბრძოლო მასალასა და იარაღს, რამდენიც მათ სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად დასჭირდებათ.

  • "გვეფიცებიან, რომ ყველაფერი, რაც დაგვჭირდება, რათა მტერმა არ ამოგვწყვიტოს, ფლანგზე გვექნება, გვეუბნებიან, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ბახმუტში ისე, როგორც გვსურს.” - წერს პრიგოჟინი.

შეგახსენებთ, პრიგოჟინმმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო, მის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედროებს "ბახმუტიდან" 10 მაისს გაიყვანდა.

ამის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოთქვა მზადყოფნა მისი დაქვმედებარებაში მყოფი მებრძოლებით ჩაენაცვლებინა "ვაგნერელები" ბახმუტში. აღნიშნული თხოვნით მან წერილობით მიმართა ვლადიმერ პუტინს.

პრიგოჟინმა ამ ინიტიატივის გამო კადიროვს მადლობა გადაუხდა.

ასევე იხილეთ: