თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები აღდგა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აეროპორტში განუცხადეს, ფრენები დღის განმავლობაში დაგეგმილი განრიგის მიხედვით შესრულდება. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის 100-პროცენტიანი საჰაერო ხილვადობაა.
ნისლის გამო თბილისის აეროპორტში წუხანდელი ავიარეისები გადაიდო. კერძოდ, ცუდი ხილვადობის გამო ვერ შესრულდა მიუნხენის, სტამბულის, პრაღისა და მინსკის რეისები. სტამბულის რეისი ხვალ შესრულდება.
ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, ნისლი თბილისში ამაღამაც შენარჩუნდება.