ავტორი:

"დაუმორჩილებელი ჰასბულა", რომელმაც "ცოტა წაითამაშა" - რატომ დააკავეს ცნობილი ბლოგერი დაღესტანში

"დაუმორჩილებელი ჰასბულა", რომელმაც "ცოტა წაითამაშა" - რატომ დააკავეს ცნობილი ბლოგერი დაღესტანში

გუშინ, 8 მაისს, მახაჩყალაში ცნობილი ბლოგერი, ჰასბულა მაგომედოვი დააკავეს. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰასბულამ, მეგობრებთან ერთად, საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

უფრო ზუსტად კი - ჰასბულა მეგობრებთან ერთად ქორწილში იმყოფებოდა. ქორწილის სტუმრების ავტოკოლონამ ზეიმის დროს "საქორწილო დრიფტი" მოაწყო, რის გამოც ქუჩა გადაიკეტა. ერთ-ერთ ავტომობილში ჰასბულა იჯდა.

პოლიციამ ყველა მათგანი განყოფილებაში გადაიყვანა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა, რის შემდეგაც გაათავისუფლა.

"თავისუფალი ემოციების, როგორც ისინი თავს მოიხსენიებენ, ყველა წევრი დაკავებულია. დაღესტნის შინაგან სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული ოქმები შეადგინეს", - ნათქვამია სამართალდამცველთა განცხადებაში.

დღეს კი სოციალურ ქსელებში ჰასბულამ განცხადება გამოაქვეყნა და პირობა დადო, რომ მახაჩყალის ქუჩებში აღარ "იდრიფტავებს“.

"გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ჰაიპი გვჭირდებოდა. შავი ჰაიპიც ჰაიპია. მსგავსი მეტჯერ აღარ განმეორდება. ბოდიშს ვიხდით. ცოტა წავითამაშეთ“, - დაწერა მაგომედოვმა.

ცნობისთვის 20 წლის ჰასბულა პოპულარულ სპორტსმენებთან დაახლოებული პირია. სოციალურ ქსელებში მას "ჰასბიკას" სახელით იცნობენ. ბლოგერის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. "ჰასბიკასთან" ერთად ვიდეოებს ისეთი ვარსკვლავები იღებენ, როგორებიც არიან შაკილ ო’ნილი, ჰაბიბ ნურმაგომედოვი, ცნობილი შეფი სიზინ ბურაკი, UFC-ის მებრძოლები და ა.შ.

წაიკითხეთ ასევე:

ავტორი: ანრი კურტანიძე