სვეტლანა მედვედევამ ბელგიელები უტაქტობით გააოცა

სვეტლანა მედვედევამ ბელგიელები უტაქტობით გააოცა

ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე იმყოფებოდა, მისი მეუღლე სვეტლანა "ტურისტული" ვიზიტით ევროპის უძველეს ქალაქ ბრიუგეს ეწვია. ამის შემდეგ ბელგიურ პრესაში სტატიები გავრცელდა: "რუსეთის პირველმა ლედიმ ბრიუგე ერთ დღეში თავდაყირა დააყენაო".

მედვედევას ვიზიტი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თავიდანვე უიღბლოდ დაიწყო. მედვედევა ქალაქის მერს პატრიკ მენარტს უნდა შეხვედროდა, თუმცა რუსეთის პირველი ლედი სტუმრებისთვის განკუთვნილ წითელ ხალიჩაზე 2 საათის დაგვიანებით გამოჩნდა. რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა კი თავი უტიფრად იმართლეს: სვეტლანა მედვედევას დასვენება სჭირდებოდა, შემდეგ კი უნდა ესადილაო.

მოგვიანებით მედვედევის მეუღლემ ბრიუგეს მერთან საუბრისას უკიდურესი არადიპლომატიურობა გამოავლინა - მენარტმა მას 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მიულოცა, მან კი უკმეხად უპასუხა: "გამარჯვებული ყველაფერს იღებს". იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ბელგიაც იყო, სვეტლანა მედვედევას ეს ფრაზა განსაკუთრებულად უტაქტოდ ჟღერდა.

მედვედევას ახირებები პირველად ცნობილმა Rococo-ს მაქმანების მაღაზიამ იწვნია. მაღაზია ბრიუგეში უკვე 20 წელია არსებობს, თუმცა მის თანამშრომლებს ამდენი ახსნა-განმარტება ჯერ არცერთი კლიენტისთვის არ მ იუციათ. მაღაზიაში შესულმა სვეტლანა მედვედევამ ვიტრინაში განთავსებულ შარფს თვალი დაადგა. "ეს XVIII საუკუნის ექსკლუზიური შარფია, უნიკალური და ფასდაუდებელი მატერია, - უხსნიდა მას მაღაზიის მფლობელი, - ის არ იყიდება". მედვედევას გადარწმუნება ძალიან რთული აღმოჩნდა. "მესმის", - როგორც იქნა, კბილებში გამოსცრა მედვედევამ და მაღაზიის მეპატრონემ შვებით ამოისუნთქა.

შემდეგ იყო შოკოლადის მუზეუმი Choco-Story. მისი პერსონალი, როგორც მერი, საპატიო სტუმრის მოსვლას რამდენიმე საათი ელოდა. მუზეუმის პერსონალზე მედვედევას დაცვის სიჭარბემ განსაკუთრებული ”შთაბეჭდილება” მოახდინა, - 20-მა ადამიანმა მუზეუმში ჟრიამული ატეხა. მედვედევამ იქ ჯინი და შოკოლადი შეიძინა და პასუხად პერსონალს რუსული შოკოლადით გაუმასპინძლდა.  

მომდევნო "მსხვერპლი" ბელგიური რესტორანი აღმოჩნდა. მედვედევასა და მისი გარემოცვის წევრებისთვის სამვარსკვლავიან სასტუმრო Karmeliet-ში მაგიდა 20 კაცზე შეუკვეთეს, თუმცა რესტორანში არავინ მისულა, ადმინისტრაცია ამის შესახებ არცკი გააფრთხილეს. გაირკვა, რომ პრეზიდენტის მეუღლემ ბოლო მომენტში არჩევანი შეცვალა და უპირატესობა არხის სანაპიროზე მდებარე რესტორან Duc de Bourgogne-ს მიანიჭა.

ამ რესტორნის მომსახურე პერსონალს სტუმრის გამასპინძლება ასე არასდროს გასჭირვებია - მენიუ 6-7-ჯერ გამოცვალეს. მედვედევა შეკვეთას მათი მომზადების პროცესში, ზოგჯერ კი - კერძის სუფრასთან მიტანის შემდეგ ცვლიდა. 

მომზადებულია standaard.be-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"