ავტორი:

ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე და ცხოვრება ყველასგან მალულად: ორი მსახიობის დრამატული ცხოვრება - როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ "ველური გულის" "ჰაიმე" და "ანდრესი"

ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე და ცხოვრება ყველასგან მალულად: ორი მსახიობის დრამატული ცხოვრება - როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ "ველური გულის" "ჰაიმე" და "ანდრესი"

30 წელი გავიდა მექსიკური სერიალის "ველური გულის" ტელეეკრანზე გამოჩენიდან. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ველური ხუანისა და მორცხვი მონიკას სიყვარულის ისტორია, რთულია დაავიწყდეს თითოეული პესრონაჟი, რომელთა პოპულარობაც მექსიკის საზღვრებს გასცდა.

ეს გახლდათ სერიალი, სადაც ორი ძალიან ლამაზი მსახიობი უარყოფით როლებს თამაშობდნენ. სერიალის თაყვანისმცემლებს უჭირდათ გასჩენოდათ უარყოფითი გრძნობა ულამაზესი ჰაიმესა და ანდრესის წინააღმდეგ, რომლებიც მთავარ გმირებს სიყვარულში ხელს უშლიდნენ. სერილის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია, როკმ მთავარი გმირებიდან ხუანი და მონიკა, იგივე ედუარდო პალომო და ედიტ გონსალესი გარდაიცვალნენ.

მამაკაცი კარიერის პოპულარობის პიკზე გულის შეტევით ახალგაზრდა ასაკში დაიღუპა. ედი გონსალესი კი რამდენიმე წლის წინ, 54 წლის ასაკში სიმსივნესთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ამჯერად ჰაიმესა და ანდრესზე მოგიყვებით იგივე ანა კოლჩეროსა და არიელ ლოპეს პადილიას ცხოვრებაზე. როგორ განვითარდა ორი მსახიობის გზა, სტატიაში წაიკითხავთ.

სად გაქრა ჰაიმე

55 წლის ანა კოლჩერო წარმოშობით ესპანელია, მაგრამ მექსიკაში ემიგრანტი მშობლების ოჯახში დაიბადა. ქალი ოთხი შვილიდან ყველაზე უფროსი იყო. ანა ადრეულ ასაკში გახდა დამოუკიდებელი, მის მთავარ გატაცებად კი ტელევიზია იქცა. 18 წლის ასაკში, ხერხემალზე სერიოზული ოპერაციის გაკეთების შემდეგ მიხვდა, რომ არ სურდა მშობლების მითითებების შესრულება და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა, ამ შემთხვევაში სიცოცხლე მოსაწყენ საქმეებზე უნდა დაეკარგა. უნივერსიტეტის მიტოვების შემდეგ ანა საფრანგეთში გაემგზავრა სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. 19 წლის ასაკში მან უკვე მიიღო პირველი როლი სერიალში. მოგვიანებით კი არაერთი როლი შეასრულა ძირითადად მექსიკურ სერიალებსა და ფილმებში.

მსოფლიო წარმატება სერიალებმა "ველური გული" და "ალონდრა" მოუტანა.

შემდეგ წელს უკვე მუშაობა დაიწყო TV Azteca-სთან და მიიღო მთავარი როლი ტელენოველაში "სიყვარულის უფლება,“ მაგრამ გადაღებების დასრულებამდე იგი სხვა მსახიობმა შეცვალა, მიზეზი კომპანიის მიერ კონტრაქტის დარღვევა გახდა. სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც ქალმა ხუთი წლის შემდეგ მოიგო. 1999 წელს მან შეასრულა მთავარი როლი ტელენოველაში „იზაბელა, შეყვარებული ქალი“, სადაც მისი პარტნიორი იყო კრისტიან მაიერი. ამის შემდეგ ანა ტელეეკრანებიდან სამუდამოდ გაქრა. მედიის ინფორმაციით წაგების შემდეგ TV Azteca-მ ყველაფერი გააკეთა რათა ანა ეკრანებზე აღარ დაბრუნებულიყო.

2000 წელს დაქორწინდა ანთროპოლოგ ხოსე დელ ვალეზე, რომელიც მასზე 18 წლით უფროსი იყო. ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

2006 წელს გამოიცა მისი სადებიუტო რომანი "ორ ცეცხლს შუა“. 2012 წელს მეორე რომანი „დროის ბავშვები, დისტოპია 2060 წელს...“ მომდევნო წლებში ანას კიდევ სამი რომანი გამოვიდა.

1999 წლის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი საიდუმლო რჩება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში 2022 წელს არიელ ლოპეს პადილიამ (ანდრესის როლის შემსრულებელი) მედიასთან განაცხადა, რომ ანა სავარაუდოდ ესპანეთში ცხოვრობს.

ლოპეს პადილიამ დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ეძებდა ანას, მასთან საუბარი ვერ შეძლო: ”მე მას რაღაც მომენტში ვეძებდი არაპირდაპირი კონტაქტების საშუალებით, გამიკვირდა, რომ ის არ დამიკავშირდა, რადგან ჩვენ ძალიან ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა”, - თქვა არიელმა.

ანდრესზე...

მექსიკელი მსახიობი არიელ ლოპეს პადილია გვადალახარაში 1962 წლის 12 აგვისტოს დაიბადა. ის იყო შუათანა ძმა, მოგვიანებით ინტერვიუში ამბობდა, რომ ამის გამო უფროსი და უმცროსი ძმა ფრანსისკო და ჰორაციო "სენდვიჩის ძმას" ეძახდნენ. არიელი ძალიან მოუსვენარი და ყურადღების მოყვარული იყო. ოცნებობდა მსახიობობაზე, სპორტსმენობაზე, ასევე უნდოდა ცნობილი მწერალი გამხდარიყო.

მსახიობობის ნიჭი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში გამოავლინა. ოჯახის წევრებისთვის აწყობდა კონცერტებს, დგამდა შოუებს, სანაცვლოდ კი საჩუქრებს იღებდა. არიელის დეიდა დუნია ზალდივარი მსახიობი გახლდა, ის დის შვილს სამსახიობო ტექნიკას ასწავლიდა, ურჩევდა ლიტერატურას.

სიმპატიური არიელი თინეიჯერობის ასაკში გასუქდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ კალათბურთზე მისულიყო. სპორტის ეს სახეობა ისე შეუყვარდა, რომ დღემზე მოყვარულ მოთამაშედ რჩება.

თუმცა, მისი ნამდვილი გატაცება ყოველთვის იყო კლასიკური ბალეტი. არიელი სწავლობდა გვადალახარას საუკეთესო აკადემიებში, მოგვიანებით კი მეხიკოში, Instituto Nacional de Bellas Artes (I.N.B.A.) მოცეკვავედ აიყვანა. მალე წარმატებულ მოცეკვავედ იქცა. დასთან ერTად მოგზაურობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: კუბა, საფრანგეთი, გერმანია, შეერთებული შტატები და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც კი. ის პრივილეგირებულ ბალერონად ითვლებოდა მოსკოვის თეატრში.

არიელმა ყოველთვის იცოდა, რომ ოდესღაც აუცილებლად უნდა დაბრუნებოდა მსახიობობას. მან უარი თქვა ბალეტზე და ჩაირიცხა სამსახიობო სკოლაში, მხოლოდ იმისთვის, რომ დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ მისი ნამდვილი მოწოდება მსახიობობა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მალევე რამდენიმე სერიალში გადაიღეს, პოპულარობას სერიალ „ველური გულის“ გამოსვლის შემდეგ მიაღწია.

ამჟამად მსახიობი მაიამიში ცხოვრობს, სადაც მიწვეულია, როგორც ადგილობრივ თეატრში და ძირითადად სპექტაკლებშია დაკავებული.

პირადი ცხოვრება

პადილია ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე შეიარაღებული ძარცვის დროს დაიღუპა. ქალს შიშისგან გული გაუსკდა. ამ დროს მათი ქალიშვილი 9 წლის იყო. მან ძალიან მძიმედ გადაიტანა დედის გარდაცვალება. მას წლების მანძილზე მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

ბოლოს მსახიობი 2015 წელს დაქორწინდა პაულინა მანსილაზე, რომელიც 2010 წელს გაიცნო ანტინარკოტიკული კამპანიის დროს. მაშინ მსახიობს გადაწყვეტილი ჰქონდა, შვილი აღარ ჰყოლოდა, თუმცა მოგვიანებით მისი ოჯახი გაიზარდა.

არიელს და პაულინას ახლა ორი შვილი ჰყავდა: სანტიაგო და ჯულია, 7 და 4 წლის, რომლებთანაც მარიას კარგი და-ძმის ურთიერთობა აქვს. მსახიობის თქმით, მისმა მეუღლემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უფროს ქალიშვილთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

წაიკითხეთ ასევე:

"ეშმაკი ხუანის“ ნაადრევად დასრულებული სიცოცხლე და შვილი, რომელიც მამის ასლია - ლეგენდარული სერიალის მსახიობის, ედუარდო პალომოს ტრაგიკული ცხოვრება