ავტორი:

"7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს დავპირდი, რომ არასდროს აღარ გავთხოვდებოდი..." - დიზაინიერი თათა ვარდანაშვილი პირად ცხოვრებაზე

"7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს დავპირდი, რომ არასდროს აღარ გავთხოვდებოდი..." - დიზაინიერი თათა ვარდანაშვილი პირად ცხოვრებაზე

ცნობილი დიზაინერი თათა ვარდანაშვილი, რომელმაც ქართული მოდის სამყაროში სახელი 2000-იანი წლებიდან გაითქვა, მედიის არც თუ ისე ხშირი სტუმარია. გასულ წელს მან ambebi.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ ჩანს იშვიათად ბოლო დროს. ("ოჯახის წევრებმა არ დამინდეს, იძულებული გავხდი სახელი და გვარი შემეცვალა" - რას საქმიანობს ერთ დროს ცნობილი დიზაინერი: თათა ვარდანაშვილი მძიმე დღეებზე, ოჯახსა და გეგმებზე).

ამჯერად დიზაინერმა "ღამის პრაიმ-თაიმში"ცნობილ მეუღლესთან განქორწინებაზე ილაპარა და იმაზე, თუ რატომ არ შექმნა მეორედ ოჯახი.

"24 წლის ვიყავი, როცა გავხდი დედა, 7 დღის იყო ჩემი შვილი, როდესაც დავრჩი მარტო და ჩემს თავს დავპირდი, რომ არასდროს აღარ გავთხოვდებოდი...ჩემი მეუღლე 14 წლის უფროსი იყო ჩემზე, საკმაოდ ცნობილი და წარმატებულ მხატვარია დათო მაღრაძე. სამი წელი ძალიან ბედნიერი ცხოვრება მქონდა და მინდოდა ეს ბედნიერება ჩემთვის შემენახა მთელი ცხოვრება.

თავი არ დამისჯია, უბრალოდ პატივი ვეცი ჩემს საკუთარ თავს, ჩემს საკუთარ ურთიერთობებს და შვილს. მე ჩემს სიყვარულს მუდამ ვატარებ. ახლა 52 წლის ვარ, 28 წელი გავდა მას შემდეგ და არაფერი არ შემიცვლია. ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე ცხოვრებაში, ოჯახი რომ მეორედ არ შევქმენი" - თქვა დიზაინერმა.

ასევე იხილეთ: