მოსკოვში ფეხბურთის ფანებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკებებია

მოსკოვში ფეხბურთის ფანებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკებებია

მოსკოვში, მანეჟის მოედანზე ფეხბურთის ფანებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკებებია.

ფეხბურთის გულშემატკივრები საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეებიდან სათამაშოებს გლეჯენ და სპეცდანიშნულების რაზმს ესვრიან.

"გაზეტა რუ"-ს ინფორმაციით, მოედანზე გულშემატკივართა რაოდენობა თანდათან იზრდება. მათი რიცხვი ამ დროისთვის, დაახლოებით, ორი ათასია.

სპეცდანიშნულების რაზმი ხელკეტებსა და გაზის ტყვიებს იყენებს. საპასუხოდ მათ ყინულის ნამსხვრევებს ესვრიან.

გულშემატკივრებმა რკინის ღობეებიც დაამტვრიეს, რათა ისინი იარაღის ნაცვლად გამოიყენონ. გაისმა რამდენიმე გასროლაც. წინასწარი ინფორმაციით, მძიმედ დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე ათეული დაკავებულია.

შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეხბურთის გულშემატკვირებმა ქუჩის გადაკეტვა სცადეს.

6 დეკემბერს მოსკოვში ჩრდილოეთ კავკასიელებსა და საფეხბურთო კლუბ "სპარტაკის" გულშემატკივრებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც სპარტაკის ერთ-ერთ გულშემტკივარი, მოსკოველი იგორ სვირიდოვი დაიღუპა.

ფეხბურთის გულშემატკივრები დღეს სწორედ ამ მკვლელობას აპროტესტებენ და მკვლელის დასჯას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"