ავტორი:

ილონ მასკის მიკროჩიპების კომპანიამ FDA-ისგან მიიღო უფლება, ცდა ადამიანებზე დაიწყოს - რა შესაძლებლობა ექნება Neuralink-ის ტექნოლოგიას

ილონ მასკის მიკროჩიპების კომპანიამ FDA-ისგან მიიღო უფლება, ცდა ადამიანებზე დაიწყოს - რა შესაძლებლობა ექნება Neuralink-ის ტექნოლოგიას

ილონ მასკის მიერ დაფუნებულ კომპანია Neuralink-ში, სადაც ტვინის ჩიპებზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ აცხადებს, რომ ამერიკის სურსათის და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) ადამიანებზე პირველი ცდის ჩატარების შესახებ ნებართვა მიიღეს.

იმპლანტებზე მომუშავე კომპანიაში სურთ, რომ ტვინის კომპიუტერთან დაკავშირების საშუალებით, ადამიანების მხედველობის, ასევე სიარულის აღდგენა გახდეს შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ FDA-ში ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

  • რა მიზნები აქვს Neuralink-ს?

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მიკროჩიპების წყალობით მხედველობა დაქვეითებულ და პარალიზებულ ადამიანებს მხედველობისა და მოძრაობის შესაძლებლობას აღუდგენენ.

მასკის კომპანიამ მიკროჩიპები მაიმუნებზე გამოსცადა. Neuralink-ი ადამიანებზე ცდის დაწყებას რაც შეიძლება მალე გეგმავს და კვლევაში მონაწილეების მსურველთათვის რეგისტრაციას გამოაცხადებს.

ექსპერტების თქმით, იმისთვის, რომ ტვინის იმპლანტები დაინერგოს, მათი მასიური ტესტირება იქნება საჭირო.

2016 წელს დაარსებული კომპანიის თავდაპირველი მიზანი იყო, რომ ტვინის ჩიპების ადამიანებზე გამოყენება 2020 წელს დაწყებულიყო, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და 2022 წლისთვის გადაიდო. შეფერხება იყო 2022 წელსაც, როცა ცხოველთა უფლებების დარღვევის გამო კომპანიის საქმიანობის შესწავლა საგამოძიებო უწყებამ დაიწყო.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/65717487/vpid/p0fq2r3t"></iframe>

FDA-ის მიერ მასკის კომპანიისთვის ადამიანებზე ცდის დაწყების უფების გაცემის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვეიცარიელმა მკვლევრებმა ტვინის იმპლანტების საშუალებით პარალიზებულ მამაკაცს მისცეს შესაძლებლობა, სიარული დაეწყო (თემაზე სტატია წაიკითხეთ ვრცლად: "ეს სისტემა ყველაფერს ცვლის" - 12 წლის განმავლობაში პარალიზებულმა მამაკაცმა ტვინის იმპლანტის საშუალებით გაიარა - თანამედროვე ტექნოლოგიები და გარღვევა მედიცინაში)

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა