"დედ ჰასანზე" თავდასხმაში ე..წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე დაადანაშაულეს

"დედ ჰასანზე" თავდასხმაში ე..წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე დაადანაშაულეს

საბერძნეთში 11 დეკემბერს, ბოლო წლების განმავლობაში ე.წ. კანონიერი ქურდების ყველაზე მსხვილი შეკრება გაიმართა, რომლის მასპინძელი კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა შუშანაშვილი იყო. შეკრებისას, ასლან უსოიანზე, იმავე "დედ ჰასანზე" თავდასხმაში ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე დაადანაშაულეს.

50-მდე კრიმინალური ავტორიტეტი თავიანთ სამყაროში ბოლოდროინდელი მოვლენების განსახილველად შეიკრიბა. "ვესტი კზ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ "როსბალტს" რუსეთის სპეცსამსახურების წყარომ შეატყობინა. წყაროს ინფორმაციით, მოსკოვში ასლან უსოიანზე, იგივე "დედ ჰასანზე" თავდასხმის შემდეგ, ე.წ. ქურდები შეკრების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. კრიმინალებმა შეხვედრის ადგილად რუსეთი თავიდანვე გამორიცხეს და საბერძნეთი და ისრაელი შეარჩიეს, თუმცა უპირატესობა საბერძნეთს მიანიჭეს.

რუსეთში გაუსვლელობის აკრძალვის შემდეგ დედ ჰასანის თანამოაზრე, ლაშა შუშანაშვილი საბერძნეთში დაფუძნდა. ის საბერძნეთში ე.წ. კანონიერი ქურდის ლავრენტი ჩოლაკიდის კარგად დაცულ ვილაში ცხოვრობს. ჩოლოკიდის ძმა მსხვილი ბიზნესმენია, რომელსაც ბერძნულ პოლიციასთან კარგი ურთიერთობები აქვს.

საბერძნეთში ძირითადად, "დედ ჰასანის" კლანის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეკრების მონაწილეების ზუსტ სიას სპეცსამსახურები აზუსტებენ. შეკრება ერთ- ერთ რესტორანში გაიმართა. თავად ასლან უსოიანი შეკრებას ვერ დაესწრო, თუმცა თავის კოლეგებს ის ტელეფონით ეკონტაქტა.

"დედ ჰასანის" კლანის წარმომადგენლებმა კრიმინალურ ავტორიტეტზე თავდასხმაში დამნაშავედ ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე დაასახელეს, რომელიც უსოიანის მოწინააღმდეგე ტარიელ ონიანის თანამოაზრეა.

უსოიანის კლანი მიიჩნევს, რომ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი საშიშია და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მითუმეტეს, სააგენტოს ინფორმატორის მტკიცებით, ჯანგველაძის ძმას, ლევანს, პროფესიონალი ქილერები ჰყავს, რომლებიც საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები არიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ