ავტორი:

"ლუკაშენკომ ყაზახეთს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრება შესთავაზა - ვაფასებ მის ხუმრობას" - ყასიმ-ჟომართ თოყაევი

"ლუკაშენკომ ყაზახეთს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრება შესთავაზა - ვაფასებ მის ხუმრობას" - ყასიმ-ჟომართ თოყაევი

"ვაფასებ მის ხუმრობას", - ასე გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს.

თოყაევის თქმით, ყაზახეთს არ აქვს ალიანსში გაწევრების საჭიროება.

"ცოტა ხნის წინ, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთს სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა. ვაფასებ მის ხუმრობას.

არ ვფიქრობ, რომ [ყაზახეთისთვის] ამის საჭიროება დგას, რადგან არსებობს ინტეგრაციის სხვა გაერთიანებები, უპირველეს ყოვლისა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“, - განაცხადა თოყაევმა.

მანვე აღნიშნა, რომ ყაზახეთს, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერს, არ სჭირდება ბირთვული იარაღი.