YouTube-მა ვიდეორგოლების ხანგრძლივობაზე შეზღუდვა მოხსნა

YouTube-მა ვიდეორგოლების ხანგრძლივობაზე შეზღუდვა მოხსნა

ვიდეოჰოსტინგმა "YouTube"-მა  ვიდეორგოლების ხანგრძლივობაზე შეზღუდვა მოხსნა. ამის შესახებ სერვისის ოფიციალურ ბლოგზეა ნათქვამი.

15 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეორგოლების ატვირთვაზე ნებართვას ის მომხმარებლები მიიღებენ, რომელთაც "იუთუბის" სერვისის წესები არასდროს დაურღვევიათ. მოგვიანებით შეზღუდვა ყველა მომხმარებელს მოეხსნება.

აქამდე ხანგრძლივი ვიდეორგოლების გამოქვეყნების შესაძლებლობა "იუთუბის" პარტნიორ კომპანიებს ჰქონდათ, მათ შორის "National Geographic"-ს. ”იუთუბის” "National Geographic"-ის არხზე ხელმისაწვდომი იყო 45 წუთზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეორგოლები.

15-წუთიანი ლიმიტის მოხსნის შესაძლებლობა ლეგალური ვიდეოების შემოწმების სისტემის Content ID-ის გაუმჯობესების წყალობით მოხერხდა. როგორც "The New York Times"-ი წერს, ამის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიებმა  Netflix-მა და Hulu-მ ინტერნეტის საშუალებით ფილმებისა და სერიალების სრული ვერსიის ჩვენება დაიწყეს.

მომზადებულია youtube-global.blogspot.com-ის მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)