ავტორი:

"კარგი შეხვედრა გვქონდა" - სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა: რას წერენ მხარეები სოციალურ ქსელში?

"კარგი შეხვედრა გვქონდა" - სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა: რას წერენ მხარეები სოციალურ ქსელში?

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართულ შეხვედრას “ტვიტერის” პირად გვერდზე ეხმაურება.

"კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. მივესალმები საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი თქვენს მტკიცე ერთგულებას და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას" - წერს ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პოსტს აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილიც:

“პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ ვუთხარი ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ქართველი საზოგადოებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას. მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას, რომელიც გააგრძელებს ევროკავშირისკენ ისტორიულ გზაზე საქართველოს წინსვლას”, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება. პრეზიდენტმა შეხვედრა, ასევე, გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. 31 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს.

წაიკითხეთ ასევე: