ავტორი:

83 წლის ალ პაჩინო მე-4 შვილის მამა ხდება - მსახიობის 29 წლის შეყვარებული ორსულადაა

83 წლის ალ პაჩინო მე-4 შვილის მამა ხდება - მსახიობის 29 წლის შეყვარებული ორსულადაა

83 წლის ალ პაჩინო მალე მეოთხე შვილის მამა გახდება. მსახიობის გერლფრენდი, 29 წლის ნურ ალფალა ორსულადაა. TMZ-ის ცნობით, ქალი 8 თვის ორსულია. როგორც მედიისთვის ცნობილია, მათი ურთიერთობა პანდემიის პირველ ეტაპზე დაიწყო.

ალ პაჩინოს 3 შვილი ორი სხვადასხვა ქალისგან ჰყავს. მისი უფროსი შვილი, ჯული მერი 33 წლისაა, ხოლო ტყუპი, ანტონი და ოლივია 22 წლისანი არიან.

83 წლის მსახიობის შეყვარებული, ნური, წარსულშიც თავისზე უფროს მამაკაცებს ხვდებოდა, მათ შორის მიკ ჯაგერს და მილიარდერ ნიკოლას ბერგრიუენს.

ალ პაჩინომ მამობის შესახებ 2014 წელს, The New Yorker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა: "მე შვილების წინაშე პასუხისმგებელი ვარ. მათი ცხოვრების ნაწილი ვარ. შვილებზე ზრუნვით დიდ სიამოვნებას ვიღებ",- ამბობდა ჰოლივუდის ვარსკვლავი.

საინტერესოა, რომ როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, ალ პაჩინოს მეგობარი, რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში 7-ე შვილის მამა გახდა.

წყარო: people

მოამზადა: ანა სიბოშვილმა