პრეზიდენტს აქვს ვალდებულება, 12 რეკომენდაციის შესრულებაში შეიტანოს თავის წვლილი, ეს მას შეუძლია, თუ გამოიყენებს უფლებას, რაც მას აქვს - შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც გააკეთა ყველაზე მეტი ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და შეიწყალებს პოლიტიკურ პატიმარ ნიკა გვარამიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შეაფასა.
მისი თქმით, მას სწორი აქცენტები ჰქონდა სიტყვით გამოსვლაში, მაგრამ მხოლოდ სწორი აქცენტები ვერ დაეხმარება ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხოლო მის გულწრფელობაში, რომ ქვეყნის ევროპული ბედი ადარდებს, მაშინ დარწმუნდება, როცა ამას საქმით დაამტკიცებს. წითლიძე აცხადებს, რომ სწორედ ამას ელოდებიან მისგან პარტნიორები.
"პრეზიდენტის გულწრფელობაში დავრწმუნდებით მხოლოდ მაშინ, როცა ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს, შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გააკეთა ყველაზე მეტი და ახლა იმყოფება პატიმრობაში, როცა ის შეიწყალებს პოლიტიკურ პატიმარს ნიკა გვარამიას და თუ ქალბატონი პრეზიდენტი გულწრფელია თავის სიტყვებში, როცა საუბრობდა ევროპულ არჩევანზე და ქართველი ხალხის ურყევ ნებაზე, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ასევე ვალდებულება, რომ 12 რეკომენდაციის შესრულებაში შეიტანოს თავის წვლილი, ეს მას შეუძლია თუ გამოიყენებს უფლებას, რომელიც მას აქვს - შეიწყალებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც გააკეთა ყველაზე მეტი ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და შეიწყალებს პოლიტიკურ პატიმარ ნიკა გვარამიას", - განაცხადა ანა წითლიძემ.
წაიკითხეთ ასევე: