ავტორი:

"მხოლოდ სიტყვებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია -  ევროატლანტიკური ინტეგრაციის  ჩემპიონები ციხეში რჩებიან" - ანა ფოტიგა ზურაბიშვილის გამოსვლაზე

"მხოლოდ სიტყვებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია -  ევროატლანტიკური ინტეგრაციის  ჩემპიონები ციხეში რჩებიან" - ანა ფოტიგა ზურაბიშვილის გამოსვლაზე

მხოლოდ სიტყვებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია, საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე დიდი ჩემპიონები ციხეში რჩებიან. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

"აღვნიშნავ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვას და იმედი მაქვს, რომ ევრო-ატლანტიკურ გზაზე საქართველოს პროგრესის ჩვენი სამომავლო შეფასება, რომელიც საქმეებს ეყრდნობა და არა სიტყვებს, პოზიტიური იქნება. სამწუხაროდ, რთულ დროში ვცხოვრობთ და მხოლოდ სიტყვებზე და ტექნიკურ მხარეებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია. ვშიშობ, რომ არა მხოლოდ კრემლმა აირჩია სხვა გზა ქვეყნისთვის.

ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე დიდი ჩემპიონები ციხეში რჩებიან, მათ თავს ესხმიან ან ივიწყებენ, და უამრავი მაგალითია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო სხვა მიმართულებით მიიწევს, საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.

მთელი გულით ვისურვებდი, რომ აღვადგინოთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისა და ნატოსკენ. საქართველოს ხალხი მზად არის. ჩვენ მზად ვართ. ჩვენი ქართველი პარტნიორებისგან თამამი გადაწყვეტილებები გვჭირდება, რათა დამტკიცდეს, რომ ისინი ერთი და იგივე ხედვის ერთგულები არიან", - წერს ფოტიგა.