"რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის კურსკის ოლქის თავზე რამდენიმე უკრაინული დრონი ჩამოაგდო", - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი იუწყება.
მისივე ცნობით, კურსკის ოლქის სუჯანსკის რაიონში, სოფელ გოგოლევკას მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რადგან ქვესადგურში უპილოტო საფრენი მოწყობილობიდან საბრძოლო მასალა ჩამოვარდა.
"მორიგი შეტევა იყო უკრაინის მხრიდან. ვთხოვთ, კურსკის მცხოვრებლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ქალაქი ჩვენი სამხედროების საიმედო დაცვის ქვეშაა“, - აღნიშნა სტაროვოიტმა დღეს დილით.
კურსკი მდებარეობს ბელგოროდის ოლქის ჩრდილოეთით, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ათობით დარტყმა განხორციელდა.