ავტორი:

რა გახდა მიზეზი ინდოეთში მომხდარი მასშტაბური საკრინიგზო ავარიისა, რომელსაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა: გამოძიების წინასწარი შედეგები ცნობილია (ფოტოები)

რა გახდა მიზეზი ინდოეთში მომხდარი მასშტაბური საკრინიგზო ავარიისა, რომელსაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა: გამოძიების წინასწარი შედეგები ცნობილია (ფოტოები)

ინდოეთის ოდიშის შტატის ქალაქ ბალასორში ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 288 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინდურ მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიხედვით, ავარიის მიზეზი, გამოძების წინასწარი შედეგებით, სასიგნალო შეცდომას უკავშირდება. კერძოდ,

მთავარ ლიანდაგზე მოძრავ მატარებელს, შეცდომით მიაწოდეს სიგნალი, რომ მიმართულება შეეცვალა და გვერდით ლიანდაგზე გადასულიყო. მითითების შესრულების შემდეგ, სამგზავრო მატარებელი საპირისირო მიმართულებიდან მომავალ სატვირთო რკინის მადნით დატვირთულ მატარებელს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ვაგონები ჰაერში აიტაცა და ძირს დაახეთქა. ერთი ვაგონი 180 გრადუსით გადატრიალდა და მგზავრები ქვეშ მოიყოლა. რკინიგზის ცნობით, ორ მატარებელში 3400-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

  • ტრაგიკული შემთხვევა 2 ივნისს ინდოეთის შტატ ოდიშში მოხდა. ოდიშის მთავრობამ 3 ივნისი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

მატარებლის ავარია ინდოეთში სიდიდით მესამე იყო ქვეყნის ისტორიაში.

CNN-ი იუწყება, რომ ინდოეთის მატარებლები ყოველდღიურად 13 მილიონ მგზავრს ემსახურება. წლების განმავლობაში უყურადღებობამ ლიანდაგების მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია, რის გამოც, მთავრობამ რკინიგზის განახლებისთვის ბოლო დროს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო.

ბოლოს მსგავსი მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა 1981 წელს მოხდა, როდასაც ჰიბარის შტატში მატარებელი მდინარეში ჩავარდა. მაშინ შემთხვევის შედეგაც 800 ადამიანი დაიღუპა.

ასევე იხილეთ: