ნინო ბურჯანაძეს "ეროვნულ საბჭოსთან" 2008 წელს გამართული შეხვედრის კომენტირება არ სურს

ნინო ბურჯანაძეს "ეროვნულ საბჭოსთან" 2008 წელს გამართული შეხვედრის კომენტირება არ სურს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ხელისუფლებისა და "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის კომენტირება არ სურს.

"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მისულმა ბურჯანაძემ კომენტარის გაკეთება მხოლოდ კრების სამომავლო გეგმებზე ისურვა. "ეროვნულ საბჭოსთან" გამართულ შეხვედრაზე კითხვის დასმის შემდეგ კი განაცხადა - "მე უკვე გიპასუხეთ" და საბჭოს სხდომაზე დაბრუნდა.

ეროსი კიწმარიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა, სააკაშვილი-გაჩეჩილაძის გარდა იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე და მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის - "ეროვნული საბჭოს" წევრი დავით უსუფაშვილიც ესწრებოდნენ. მისივე ცნობით, იმ წინადადებების ჩანაწერებს, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავდნენ, სააკაშვილის დავალებით ნინო ბურჯანაძე ახორციელებდა, რათა თუ ოპოზიცია და ხელისუფლება რიგ საკითხებზე შეთანხმდებოდნენ, ამ ჩანაწერზე ხელმოწერა მომხდარიყო საპატრიარქოში, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანდასწრებით და მონაწილეობით. როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, ერთადერთი მოთხოვნა გაჩეჩილაძის მხრიდან იყო ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება, რომელიც იმავე ღამით დაკმაყოფილდა.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელმა დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში ამ შეხვედრაზე უამრავი ჭორი და ტყუილი ითქვა. "მე ძალიან დამაინტერესებდა ქალბატონი ბურჯანაძის მოსმენა, მისი ვერსია, თავად რას იტყვის შეხვედრის შესახებ", - განაცხადა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე