ავტორი:

"სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველას სათითაოდ "ტაბაკა" შეგვიწვა... მაშინ შავი პური გვენატრებოდა" - როგორ იხსენებს ლეო ანთაძე თანაკლასელის დედას, ნატო ვაჩნაძეს?

"სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველას სათითაოდ "ტაბაკა" შეგვიწვა... მაშინ შავი პური გვენატრებოდა" - როგორ იხსენებს ლეო ანთაძე თანაკლასელის დედას, ნატო ვაჩნაძეს?

14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა, დაბადებიდან 119-ე წელი და გარდაცვალების 70-ე წლისთავია.

„ნატო ვაჩნაძე სილამაზის ეტალონი. მისი გარეგნობის და მხატვრულობის წყალობით, იგი დამსახურებულად გადაიქცა ქართული კინოს ლეგენდად. კინოს სამყარომ ჰოლივუდის სტილში ბრწყინვალება და სიდიადე მოუტანა. მისი სახელის უკვდავსაყოფად გაიხსნა მემორიალური სახლ-მუზეუმი, დაუდგეს ძეგლი და ვარსკვლავი გაუხსნეს...“ - აცხადებენ ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში. სოფ. გურჯაანის საჯარო სკოლის აქტიური მონაწილეები თანამშრომლებთან ერთად ისაუბრებენ ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე, წაიკითხავენ ლექსებს, გაიმართება დისკუსია...

"კვირის პალიტრასთან" ნატო ვაჩნაძეს ლეო ანთაძე იხსენებს:

- მათ სახლში გავიზარდე. მოგეხსენებათ, მე და ელდარი ბაღიდან ერთად მოვდივართ, სკოლაში ერთ მერხზე ვისხედით... ელდართან ძალიან ხშირად ვიკრიბებოდით და ნატო ვაჩნაძე ყოველთვის საოცრად თბილად გვხვდებოდა. მართლაც საოცარი, დიდებული ქალი იყო! მამაჩემი ფილმებს ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად იღებდა, მეორე რეჟისორი გახლდათ და მამა და ნატო ძალიან მეგობრობდნენ.

- ბავშვს რამდენად დაგამახსოვრდათ მისი სილამაზე, როგორი დარჩა თქვენს მეხსიერებაში?

- ნატო ვაჩნაძე ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ დედაჩემიც ლამაზი იყო და დედას ვეუბნებოდი, შენ ნატო ვაჩნაძეზე ლამაზი ხარ-მეთქი, რაზეც დედაჩემი სიცილით კვდებოდა... მართლაც ლამაზი ქალი იყო და თანაც ბავშვისთვის დედა ხომ ყველაზე ლამაზია.

ნატო ვაჩნაძე ეკრანზეც ულამაზესი იყო, ცხოვრებაშიც, მაგრამ განსაკუთრებით მისი მეგობრული ხასიათი დამამახსოვრდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, 42 ბავშვი სახლში მიგვიწვია და ყველასთვის სათითაოდ "ტაბაკა" შეწვა. უგემრიელესი იყო, მანამდე არც ვიცოდი "ტაბაკა" რა იყო... იმ დროს ისეთი გაჭირვება იყო, შავი პური გვენატრებოდა.

- ის დღე გახსოვთ, როცა ნატო ვაჩნაძის დაღუპვამ მთელი საქართველო შეძრა?

- მართლაც უდიდესი ტრაგედია იყო... ელდარი ჩემი მეგობარი იყო და მეც, მთელმა კლასმა ისე განვიცადეთ, მთელი დღე ელდართან ჩახუტებულები ვიყავით, ვამშვიდებდით, მაგრამ რას გავხდებოდით?! თანაც, როგორც ვიცი, მხოლოდ ნეკი იპოვნეს, მთლიანად დამწვარი იყო და ბეჭდით ამოიცნეს. დღესაც ხშირად მახსენდება, ნიკოლოზ შენგელაია ფილმს - „ის კიდევ დაბრუნდებას“ რომ იღებდა... ამ ფილმში მთავარ როლს ნატო ვაჩნაძე თამაშობდა. გადაღებისას ნიკოლოზ შენგელაიამ თქვა, ცუდად ვარ, მანქანა გააჩერეთო. გადაიყვანეს, მინდორზე დააწვინეს და რატომღაც რუსულად შემდეგი სიტყვები თქვა - „მშვიდობით, სამშობლოვ, მშვიდობით, შვილებო, მშვიდობით, მეგობრებო“... ეს თქვა და იქვე, ველზე გარდაიცვალა. იმ ფილმის გადაღება ახალი დაწყებული იყო და შემდეგ გადაღება მამაჩემმა გააგრძელა...წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე: