ავტორი:

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ზურაბ აბაშიძის შეცვლას არ გეგმავს - "ლიაკა რუბლიაკა“ ხოშტარია იყო პროვოკაციის ორგანიზატორი..."

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ზურაბ აბაშიძის შეცვლას არ გეგმავს - "ლიაკა რუბლიაკა“ ხოშტარია იყო პროვოკაციის ორგანიზატორი..."

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციისა და სინანულის გამოხატვა, ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა.

"რა თქმა უნდა, არავითარ თანამდებობიდან გათავისუფლებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. თავის დროზე იყო აბსოლუტურად მიუღებელი ინციდენტი, რომელიც ხოშტარიამ შეასრულა. ამ ინციდენტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა ზურაბ აბაშიძემ, რაც იყო აბსოლუტურად სწორი. როცა ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, უწყობს პროვოკაციას კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, არაეთიკური ქმედება და ა.შ. ამაზე ჰქონდა საუბარი ზურაბ აბაშიძეს. თქვენ კითხვები უნდა დასვათ იმასთან დაკავშირებით, რატომ იღებს ელენე ხოშტარია რუსულ რუბლებს და თან აწყობს პროვოკაციას. ზურაბ აბაშიძე იყო და არის პასუხისმგებელი სავაჭრო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზე. ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციასა და სინანულის რომ გამოხატავ, ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა. "ლიაკა რუბლიაკა“ ხოშტარია იყო ამ პროვოკაციის ორგანიზატორი და ამ პროვოკაციაზე შეიძლება ბოდიშიც მოიხადოს ადამიანმა, იმიტომ, რომ იყო უხეში პროვოკაცია და თან ეს პროვოკაცია იყო მოწყობილი "რუბლიაკა“ ხოშტარიას მიერ, რომელიც რუსულ რუბლებს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან".

ცნობისთვის, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, "ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

თავად ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ "შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია”.

იხილეთ ასევე: