ავტორი:

"როცა ზურა ჯაფარიძე მივიდა საოკუპაციო ზოლთან, "ტრუსიკი" ჩაიხადა და შიშველი უკანალი აჩვენა რუს სამხედროებს, ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების ხელყოფა" - კობახიძე

"როცა ზურა ჯაფარიძე მივიდა საოკუპაციო ზოლთან, "ტრუსიკი" ჩაიხადა და შიშველი უკანალი აჩვენა რუს სამხედროებს, ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების ხელყოფა" - კობახიძე

არასდროს საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, რომელიც ხელყოფდა ჩვენი სახელმწიფოს, ან ჩვენი საზოგადოების ღირსებას, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ზურაბ აბაშიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროვოკაციასთან დაკავშირებით პოზიციისა და სინანულის გამოხატვა, ჩვეულებრივი ამბავია, ჯანსაღი მოვლენაა.

"როცა მიხეილ სააკაშვილი გარბოდა გორში, როცა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები გარბოდნენ წითელი ხიდიდან, როცა ზურა ჯაფარიძე მივიდა საოკუპაციო ზოლთან, "ტრუსიკი" ჩაიხადა და შიშველი უკანალი აჩვენა რუს სამხედროებს, ეს იყო ქართველი ხალხის ღირსების ხელყოფა, არასდროს ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება, რომელიც ხელყოფდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ღირსებას. ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ყველაფერ რუსულზე აჟრიალებთ, თუმცა, რატომღაც, ამავე "ნაციონალებს“ არ აჟრიალებთ ლიაკა ხოშტარიას მიერ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ რუსულ რუბლებზე. რატომ არ აჟრიალებთ? - იმიტომ, რომ ეს ჟრიალი არის ხელოვნური“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, Youtube-ზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე საუბრობს ჩაიკოვსკის საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტ მარკ ზილბერკვიტთან, რომელიც ვლადიმერ პოზნერს თბილისში ახლდა. ჩანაწერის თანახმად, აბაშიძე მათ, ვინც პოზნერის თბილისში ვიზიტი გააპროტესტა, „ნაცისტების ჯგუფს“ უწოდებს. ჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, 2021 წლით არის დათარიღებული და დღეს გავრცელდა.

თავად ზურაბ აბაშიძემ “ინტერპრესნიუსთან“ მარკ ზილბერკვიტთან სატელეფონო საუბარი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ "შინაარსობრივად დაჩეხილი, დამონტაჟებული ფეიკია”.

იხილეთ ასევე: