ავტორი:

დაკავებულია პირი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა

დაკავებულია პირი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა ანა ყურაშვილმა განუცხადა, ჯაფარიძეს მასზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ პოლიციიდან შეატყობინეს.

მისივე ინფორმაციით, ჯაფარიძე გორში ამოცნობაზე მიდის.

ცნობისთვის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დღეს, გორში, „სმარტთან“ დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

წაიკითხეთ ასევე: