27 წლის ჭიათურელი ახალგაზრდა, რომელსაც თითქმის ორი კვირა ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია AMBEBI.GE-ს ნიკა ხვედელიძის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია, ხვედელიძე თავს კარგად გრძნობს, დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
"მეგობრებო, ვიპოვეთ ნიკა, უღრმესი მადლობა ყველას დახმარებისთვის, ვიცი ყველა ელოდებოდით ამ ამბავს.. რაც მთავარია, ცოცხალია და საღსალამათი, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია, მადლობა ასეთი გვერდში დგომისთვის" - წერს ოჯახის ახლობელი.
ცნობისთვის, ჭიათურელ ახალგაზრდას 7 ივნისიდან ეძებდნენ. ბოლოს ნიკა ძმამ ჭიათურაში ნახა, უთხრა, რომ "ცენტრში მიდიოდა, სახლში მალე მივიდოდა, მაგრამ სახლში არ მისულა". ოჯახმა ნიკას ძებნა იმ ღამითვე დაიწყო, მაგრამ რამდენიმე დღე კვალს ვეღარ მიაგნეს.